გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას ვინც არ დაიზარა და მონაწილეობა მიიღო ურბანული ინიციატივების კონკურსში „შენი უბნის იდეა“. სულ კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 40 იდეა. ჟიურიმ იდეები შეაფასა შემდეგი 7 კრიტერიუმით:
1. იდეა წარმოადგენს საკმარის დასაბუთებას, რომ პასუხობს უბნის, სამეზობლო რეალურ საჭიროებას.
2. იდეა ხორციელდება საერთო საჯარო სივრცეში.
3. იდეას სარგებელი მოაქვს მრავალი მაცხოვრებლისთვის.
4. იდეის განხორციელებაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
5. იდეას თანაბარი ან მეტი სიკეთე მოაქვს ქალებისათვის.
6. იდეა ეფექტურად იყენებს განხორციელებისთვის გამოყოფილ თანხას.
7. იდეა განხორციელებადია მოცემული რესურსებით.
შეფასების შედეგად გადაწყდა შემდეგი იდეების და მათი ავტორების დაფინანსება:
მიხეილ ფეიქრიშვილი - ერთად შეგვიძლია
გიგი სუჯაშვილი - სტელას ბაღის გამწვანება
ქეთევან სხულუხია - ვხატოთ ერთად
გიორგი კავთელაძე - განაახლე გარემო
გამარჯვებული იდეები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.
მათ, ვისი იდეაც ვერ დაფინანსდა შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე ვთხოვთ დაესწრონ ჩვენს შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათი იდეები წარუდგინონ შესაბამისი რაიონის გამგეობას.
2021 იარე ფეხით. ყველა უფლება დაცულია